Digest Logo

„გაავრცელეთ! უდევთ ფორმალინით გაჟღენთილი ნაწერი. ბრუვდები და თვითონ აძლევ თანხას, ეს აფერა რუსეთშია კარგად ცნობილი“ - შოკის მომგვრელი წერილი სოცქსელიდან

1669377833
ნანა გიორგობიანი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა გიორგობიანი ფეისბუკზე შოკის მომგვრელ ამბავზე წერს, რომელიც მას თბილისში გადახდა თავს. მისი თქმით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, დადიან ყუთებით, რომელიც გაჟღენთილია ფორმალინით და აბრუებს ადამიანს.

„მეგობრებო, გაავრცელეთ!

ქალაქში გამოქცეულ რუსობასთან ერთად ჩამოვიდა აფერისტებიც. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ცალ-ცალკე გაჩერებენ, ქვითინით გიყვება რომ ჩამოსულია და სანამ ბარათით თანხას გაანაღდებენ შვილები მშივრები ჰყავთ.

გთავაზობენ სუნამოს ან მობილურს, უნდათ რომ ნახოთ და გიხსნიან კოლოფს.

მოკლედ, მე შემხვდა და რომ დაიწყო ზღაპრების მოყოლა, მოკლედ მითხარი ფული გინდა -მეთქი??? კიდევ გააგრძელა კოლოფის გახსნა უნდოდა ძალიან, კიდევ უფრო კაროჩე -მეთქი და გამოვიღე 5 ლარი და მივეცი.

ქმარიც რომ მომადგა და არაო უნდა განახვო ტელეფონი - ვუთხარი რომ მთხოვე და მოგეცი, ხოლო თქვენი არცერთი სიტყვის არ მჯერა -მეთქი. საქმე იმაშია, რომ ასეთებს კოლოფებში ან თუ რამე ქაღალდის გახსნა უნდა რომ რაღაცა ვითომ წაგაკითხოს, უდევთ ფორმალინით გაჟღენთილი ნაწერი.

დათვალიერებისას ბრუვდები და თვითონ აძლევ თანხას, რამდენიც გაქვს. ეს აფერა რუსეთშია კარგად ცნობილი. ფრთხილად იყავით. მე პავლოვზე, ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან შემხვდნენ“, - წერს ნანა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერთმა კაცმა ახალგაზრდა გოგო მოიტაცა. იმ გოგომ უჩივლა და ეს კაცი ციხეში ჩაჯდა. სოფელი გოგოს ამტყუნებდა, როგორ დაუნგრია ცხოვრებაო“ - რას წერს მებო ნუცუბიძე

🔵„თუ არ გამოვფხიზლდით ქალებსაც კიდევ დაწვავენ ცოცხლად ქვეყანაში და სათითაოდ შვილებსაც ამოგვიხოცავენ...“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა

🎥 „ადამიანები ნაგავში რომ იქექებიან და შენ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, რა პასუხს აძლევ ღმერთს?“ - დეკანოზი ზაზა თევზაძე