Digest Logo

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ“ - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია

1737875329
ხვიჩა კვარაცხელია

„პარკ დე პრენსზე“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 23 წლის ქართველმა პარი სერ-ჟერმენის შემადგენლობაში პირველ თამაშში საგოლე მოქმედება შეასრულა. საბოლოოდ, პსჟ-სა და რეიმსს შორის დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი თამაშით გამოწვეულ ემოციებზე L’Equipe-სთან ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო. გვქონდა საგოლე მომენტები, ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომ ვერ შევძელით მოგება. ფიზიკურად კარგად ვარ, თუმცა ერთი თვეა, არ მითამაშია. ვფიქრობ, ამის გამო ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და პერსონალი მეხმარებიან. გავაგრძელებ მუშაობას, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდე.

წარმოუდგენელი გრძნობა იყო, სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ გულშემატკივრებთან, ამ გუნდთან, ამ წარმოუდგენელ ფეხბურთელებთან ერთად. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იმ მომენტში საგოლე გადაცემა გავაკეთე. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან უნდა მოგვეგო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ და მომდევნო მატჩებში გავიმარჯვებთ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

მან ასევე, მოედანზე პოზიციების სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ცნობისთვის, „კვარამ“ გუშინდელი მატჩის განმავლობაში 4 სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა.

მისი თქმით, მოედანზე თავისუფლად გრძნობდა თავს და ეს ახარებს.

„ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია, ისევე, როგორც ჩვენს ყველა შემტევს. ძალიან სასიამოვნოა, როცა მოედანზე თავს თავისუფლად გრძნობ, როცა კართან ახლოს ხარ".

ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსია, რომელიც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“ - გიორგი ფხაკაძე „ფრინველის გრიპზე“

„რამდენად უსწრებდა ოქროს ეპოქის და დიდი თამარის დროინდელი საქართველო იმ დროის თანამედროვე სამყაროს“ - გიორგი ლობჯანიძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს

„ენა როგორ გიბრუნდებათ ბიძინა ივანიშვილზე გონება ჩლუნგებო, პურს არ მიაწვდით გაჭირვებულს, მთავარია თქვენი მუცელი იყოს ამოყორებული!“ - ნუკა არველაძე