მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც შვილი დაახასიათა და საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი გაიხსენა.
როგორც ეკა კუპატაძე აღნიშნავს გიგა ავალიანი მოწესრიგებული და პრინციპული ადამიანი იყო:
„ჩემს უკან ძალიან ძლიერი ოჯახი დგას, ძმები, რძლები, ჩემი ნიკუშა მაგრამ არ ვიქნები თავხედი თუ ამას ვიტყვი: ყველას ერთად არ გვიწონიდა გიგა. ამას ახლა უფრო მივხვდი. გამორჩეული და განსაკუთრებული იყო დაბადებიდან.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა საცხოვრებლის შეცვლაც, სკოლისაც. უნდა ვთქვა ის, რომ გიგა ამათგან ყველასგან განსხვავებული იყო. თავს გონიერებით გამოირჩეოდა.
სკოლაში შესვლამდე რთულ ამოცანებს ხსნიდა განსაკუთრებული ფენომენი იყო. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ფანატიკოსი დედა ვარ. პრინციპული ადამიანი იყო. ქუჩაშიც რომ დაგენახათ გამოარჩევდით.
ამიტომ მიკვირს, რომ იმ მშობლებიდან გიგას იცნობდა მალანიას დედა, ძალიან მაინტერესებს მისი აზრი, ძალიან ბედნიერი იყო გიგასთან შეხვედრის შემდეგ. ჩემ შვილში დაინახა სადისტი და მოძალადე?
მალანიას ჩვენებაში არის ამაზრზენი ფრაზა სამჯერ გამეორებული: „ნია იმნაძემ მითხრა რომ, გიგამ თავი თავთან მომიტანაო“. ჩვენთან ისე იყო მერხები დალაგებული თეორიულადაც ვერ შეძლებდი ამას, არა თუ პრაქტიკაში“, - ამბობს ეკა კუპატაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯანმრთელი ნაწლავის გარეშე ფსიქიკური ჯანმრთელობა რთულად წარმოსადგენია...“ - ლევან შელეგიას რჩევები