Digest Logo

„გულზე რომ დაუწვინეს სიხარულისგან შოკში იყო!“ – დუდა სანაძის ცოლი ოჯახში ქალიშვილის დაბადებაზე

1750414958
დუდა სანაძე

კალათბურთელ დუდა სანაძესა და მის მეუღლეს ანუნა მდივნიშვილს ახლახან მერე შვილი, გოგო შეეძინათ.

წყვილს პირველი შვილი ვაჟი ჰყავს. კალათბურთელი პირველი შვილის დაბადებას ვერ დაესწრო, მეორეზე კი ჩამოსვლა მოახერხა.

ჟურნალ „სარკესთან“ (18 ივნისის ნომერი) ანუნა მეორე შვილის დაბადების შემდგომი ემოციების შესახებ ჰყვება:

„ჩვენს ოჯახში დაიბადა ნინა, ისედაც დიდი ხნის წინ გვქონდა შერჩეული ეს სახელი და მით უმეტეს, როდესაც ნინოობას დაიბადა, სხვა ვარიანტზე არც გვიფიქრია.

საკეისრო კვეთის დროს ბავშვს მამას აწვენენ გულზე, ამიტომ დუდამ პირველმა დაიწვინა ნინა გულზე. ძალიან ბედნიერი იყო, სიხარულისგან შოკში იყო! გიორგის შემთხვევაში რომ ვერ განიცადა ეს პირველი ემოციები, ამჯერად ყველაფერი გაორმაგებულად აღიქვა...

ძალიან გვინდოდა მეორე შვილი და გაგვიხარდა, რომ გოგო გვეყოლებოდა. დუდას მხრიდან სულ ბიჭები არიან, სამი ძმა და შვილებიც სულ ბიჭები ჰყავთ, ამიტომ დიდი ხანია, ოჯახში გოგოზე ოცნებობდნენ...“, - ამბობს ანუნა მდივნიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წლის ივლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება

🎥 „ზღაპრული ზაფხული გელით, ზოგს კი ფინანსური კრიზისი უახლოვდება“ - ვინ დაკარგავს ფულს და ვინ გადარჩება? ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს!

„პირადი უსაფრთხოების, სულიერი სიმდიდრის და მსოფლიოში პატრიოტიზმის დროა“ – 21 ივნისს მზე კირჩხიბში გადადის, მთავარი ასტროლოგიური გზავნილები ხატია ბედოშვილისგან