Digest Logo

🎥 „მოვიდა მომენტი, როცა აღარ მსიამოვნებდა სცენაზე ყოფნა“ - გიორგი ცაგარელი სცენიდან გაუჩინარების მიზეზებს ასახელებს

1750925285
გიორგი ცაგარელი

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი გიორგი ცაგარელი კონცერტისთვის ემზადება და ბოლო პერიოდში აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს რეპეტიციებიდან. მუსიკოსი ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება სცენას.

რეპეტიციები ძირითადად სახლში მიმდინარეობს და მათ ხშირად ესწრება გიორგის მეუღლე ლელა კილაძე და პატარა ანდრეა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გაჩნდა. ლელასთვის ის მეხუთე შვილია, გიორგისთვის კი - პირველი.

ამჯერად გიორგი ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „არასერიოზული პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა: 

„რეალურად დგება მომენტი, როდესაც აცნობიერებ, აკეთებ რაღაცას, რომელიც გიყვარს, შენი ცხოვრების ნაწილი არის, მაგრამ ვეღარც სიამოვნებას იღებ ამით. მახსოვს ფილარმონიაში ზედიზედ ბევრჯერ ჩავატარეთ კონცერტი. ერთ დღეს მივდიოდი, ცოტა დავლიეთ მეგობრებმა და ისე გავედი სცენაზე, თითქოს გვერდით ოთახში გავდიოდი. შინაგანად არაფერს ვგრძნობდი“, – იხსენებს იგი.

მუსიკოსი აღიარებს, რომ ალკოჰოლი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მან დიდად დააზიანა ის.

„ვიღაცისთვის ალკოჰოლი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო პრობლემა, რასაც ვერ ვაცნობიერებდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ამის შემდეგ ავიღე პაუზა მუსიკაში და დავიწყე ფიქრი დაბრუნებაზე“, – ამბობს გიორგი ცაგარელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს...“ - 26 ივნისის ასტროპროგნოზი

🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები

🎥 „არ არის გამორიცხული, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ...“ - 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან