დაჩი გრძელიძე, რომელიც „ფერომედის“ სამშობიაროში დაიბადა. დაჩი მშობლების ნანატრი შვილია – 41 წლის თეა ბირბიჩაძე და მისი მეუღლე შვილს 23 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. თეა ბირბიჩაძე შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულსა და ემოციებზე ტელეკომპანია „არგოსთან“ საუბრობს.
„23 წელია, რაც ნანატრ ვაჟკაცს ველოდებით. ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ. ეს ბედნიერება ღმერთმა გვაჩუქა და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ახლა გავიგე, რომ სწორედ ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება და ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი.
მადლობა ღმერთს! ღმერთის და ჩემი მკურნალი ექიმების წყალობით, ჩვენი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანეთ“, – ამბობს თეა ბირბიჩაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს - „მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…“