
პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე 8 მარტს გოგონას დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოცილურ ქსელში თავად დაწერა.
„მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს “
ეს ანასთვის მეორე შვილია. მას მწერალ ირაკლი კაკაბაძისგან ერთი ვაჟი ჰყავთ.
მისი ამჟამინდელი მეუღლე ფინანსისტია:
„ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია. ვინაობას არ გეტყვით, სანამ შევძლებ, ამასაც დავმალავ. ერთმანეთი კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანით. ყველაფერი თავისთავად განვითარდა. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის ჯვარი დავიწერეთ. კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“, - თქვა დოლიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
დღეს 11 მარტს ანამდა თავისმა ახალშობილმა შვილმა კლინიკა დატოვეს. ამის შესახებაც ანასგან გახდა ცნობილი. მასნ „ფეიბუქის“ პირად გვერდზე ვიდომიმარტვა გავრცელა, რომლითაც თავის გულშემატკივრებს და ექიმებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ მქონდა 8-საათიანი მშობიარობა, აქედან 6 საათი პასიური იყო 2 კი აქტიური ფაზა იყო. ახლა ყველაფერი ძალიან კარგადაა. დღეს მე და ჩემი შვილი დავტოვებთ კლინიკას. მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ბევრი სითბო, სიყვარული და თანადგომა ვიგრძენი. მე და კრავაი მივდივართ სახლში, ახალი გეგმებით, ფიქრებით და გამოწვვებით“, - ამბობს ანა დოლიძე.