მომღერალი სოფო ბედია შვილებთან ერთად გადაცემაში „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„ჩემი საყვარელი ძალიან ტკბილი და ნიჭიერი შვილები, მომავალში დარწმუნებული ვარ რომ დიდ წარმატებას მიაღწევენ. მიზანდასახულები და ნიჭიერები არიან.
ჩემი შვილი ერთ-ერთი აქ არის, ანდრია ფეხბურთელია. სხვათა შორის კარგი ხმა და სმენა აქვს, თუმცა ფეხბურთით იმდენად არის გატაცებული და ცეკვით სიმღერას დროს ვეღარ უთმობს. მისი მოთხოვნა იყო, რომ მურო გაგოშიძესთან შეგვეყვანა ცეკვაზე. მის ვიდეოებს უყურებდა და ილეთებს იმეორებდა თავისი ინტერპრეტაციით. ნიკუშაც ზრდილი, კეთილი და ნიჭიერი ბავშვია ღვთის წყალობით.
ჩემს სტუდიაში მოსულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სმენა. ყოფილან მოსწავლეებიც რომლებიც სმენით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა მონდომებით და შრომით ყველაფერი გამოუვიდათ“, - ამბობს სოფო ბედია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანუკა გულუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕როგორი იქნება 2025 წელი თითოეული ადამიანისათვის და როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ წარმატება მოვიზიდოთ