მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც მეორე შვილის დედა ცოტა ხნის წინ გახდა, გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.
ნანუკა ამჯერად სოციალურ ქსელში შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს.
ნანუკას და კახას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ. როგორც ნანუკა ამბობს, მას განსაკუთრებული მამა ჰყავდა და სურდა, მის შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ:
„საოცნებო ქმარია. მე მამა მყავდა, რომელიც სულ ოჯახისა და შვილებისთვის იყო. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ. თუ არსებობს გამოთქმა „კრუხი დედა“, ეგეთი ვარ. შვილები არის აღმატებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ესენი კარგად მყავდნენ.
გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა. დაჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება“.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთი შემთხვევით გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი კურიოზულ შემთხვევას უკავშირდება.
„ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხომ არ გინდა, დოჩი გაგაცნოო. არა, მაგას ვინ აიტანს-მეთქი, ვუთხარი. კონფერენცია იყო და იქ გავიცანი. მაშინვე დაგვარქვეს ცოლ-ქმარი, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. მერე ძალიან დავმეგობრდით. დოჩის როლის შესრულების დროს ძალიან ბუნებრივია, ცხოვრებაშიც არის ცოტა „დოჩი“. თუმცა, იქ როგორი მომთმენი მეუღლეც ჰყავდა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი არ შეხვდა, შესაბამისად, მთლიანად დოჩი ვერა… ვერ გაშალა ბოლომდე ფრთები”, - ამბობდა კახა კაშია ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი იქნება 2025 წელი თითოეული ადამიანისათვის და როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ წარმატება მოვიზიდოთ