Digest Logo

🎥 „ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი...“ - რა დაეხმარა მაკა ძაგანიას ოჯახის დანგრევის სტრესის გადატანაში?

1729102058
მაკა ძაგანია

მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც რამდენიმე წელია საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„16 წლამდე რეზინობანას ვთამაშობდი, ბიჭი და გაპრანჭვა ჩემგან შორს იყო. უკარება არასდროს ვყოფილვარ. შემთხვევით გავიცანი პირველი მეუღლე. რამდენიმე თვეში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. დაახლოებით ნახევარ წელში. ოჯახისთვის არც მიკითხავს. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ვთხოვდებოდი. 

მალევე დავშორდით, შვილიც მყავდა უკვე. უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული. ძალიან ცუდად ვიყავი და მივხვდი რომ ასე ცხოვრება აღარ მინდოდა. მამაჩემმა სიცოცხლის ბოლო წლებში მკითხა - ბედნიერი ხარო?. მივხვდი რომ უნდა მომეტყუებინა. ძალიან მალე მამაჩემი გარდაიცვალა. მაგ დროს დედა უნდა გყავდეს ისეთი, როგორიც მე მყავდა. არანაირი შემოსავალი არ მქონდა და დედა გვერდში ამომიდგა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასე დავიწყეთ ცხოვრება მე, დედამ და ნუცამ“, - აღნიშნა მაკა ძაგანიამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მივდივარ და აბა შენ იცი...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა

⭕„ქალის ეტალონია...“ - შორენა ბეგაშვილი უახლეს კადრებს გვიზიარებს

⭕🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე