
მსახიობ გია ბურჯანაძეს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა.
დიაგნოზი მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა და იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სოსო ჯაჭვლიანიც იმავე დიაგნოზით თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა.
დღეს მსახიობი თავს კარგად გრძნობს და პროფესიულ საქმიანობას უბრუნდება.
გია ბურჯანაძის სცენაზე დაბრუნებას „დილა მშვიდობისა საქართველო“ ემოციური სიუჟეტი მიუძღვნა.
„ძალიან საინტერესოა ცხოვრება, ძალიან. უაზრო რაღაცებში ბევრ დროს ვხარჯავთ. როცა ორი ხელი, ფეხი გაქვს, საქმის კეთება შეგიძლია და ჩახუტება საყვარელ ადამიანებთან. ამის არ დაფასება ცოდვაა“, - ამბობს მსახიობი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გადის ჯოჯოხეთურ ცხოვრებას დედამიწაზე გიორგი შალვაშვილი და რატომ იყო მისი დაბადება მისტიკური
⭕არველაძეები პატარა სოფიასთან ერთად - მაკუნა ზედაშიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს
🎥 „გილოცავ ჩემო სიყვარულო! მიყვარხარ, პუპლიკ“ - ნატალია ყიფშიძის მილოცვა ძმას