ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ასაკოვანი ქალი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია 10 დღის განმავლობაში ეძებდა, ცოცხალი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად „დაიჯესტი“ ქალის შვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დედა სუსტადაა და მას დალურჯებები აღენიშნება.
ასაკოვანი ქალი მწყემსმა სოფელ ბოსლევის ტყეში იპოვა.
„სუსტადაა ძალიან, სულ დაკაწრულია, ამ ხნის განმავლობაში სავარაუდოდ ტყეში დადიოდა. სასწრაფო გვყავდა, გასინჯეს, გაუკეთეს რაღაც ანალიზებიც, მაგრამ არ საჭიროებს ამ ეტაპზე გადაუდებელ ამბულატორიასო.
ვიპოვეთ სოფელ ბოსლევში, მწყემსმა იპოვა, სავარაუდოდ მთელი ეს დღეები იქ იყო. სულ დაკაწრულ დალურჯებულია.
ჩვენი სოფლიდან არაა შორს, ზესტაფონსა და ჭიათურის შორისაა. სადაც ჩავიდა, ბავშვობის სახლში იქიდან ალბათ გავიდა და წავიდა იქ, სადაც ადრე დადიოდა, შემდეგ ტყეში დაიკარგა სავარაუდოდ.
გონზე არის, საუბრობს, იცნო კიდეც ხალხი, მაგრამ სულ ეძინება“, - ამბობს ქალის შვილი, რომელსაც „დაიჯესტი“ ესაუბრა.
ასევე დაგაინტერესებთ: