Digest Logo

🎥 „ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, მქონდა საშინელი ტკივილები, გავიკეთე ოპერაცია“ - რას ამბობს თამთა ბეგიაშვილი გასახდომ პრეპარატზე

1793824010
თამთა ბეგიაშვილი

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.

სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:

„ჩემს თავს მსხვერპლად ვთვლი! გავიკეთე ერთ-ერთი პრეპარატი, რა თქმა უნდა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, გამოვიკვლიე ყველაფერი, ექიმმა თანხმობა მომცა, რომ პრეპარატი გამეკეთებინა.

ძალიან ცუდად დამთავრდა ყველაფერი. დავიკელი 8 კილო, მაგრამ ზუსტად 1 თვეში ამტკივდა ნაღველი, პანკრეატიტიც ჩაითრია, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, მქონდა საშინელი ტკივილები, გავიკეთე ოპერაცია“, - ამბობს თამთა ბეგიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჯამში დავიკელი 32 კილო, მირჩევნია, გამოვიყენო რაღაც დამხმარე ხელსაწყო და არ ვიყო სტრესში“ - ნინა სუსლოვა

⭕„იყავი მყუდრო გარემოში, აღიდგინე შინაგანი ძალები“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„დავიწყე და მომცა ძალიან კარგი შედეგი, შეიცვალა ჩემი ცხოვრება, გათენება და ადამიანებთან ურთიერთობა მიხარია“ - მაკა რაზმაძე გასახდომ პრეპარატზე

✕