Digest Logo

„დავიწყე და მომცა ძალიან კარგი შედეგი, შეიცვალა ჩემი ცხოვრება, გათენება და ადამიანებთან ურთიერთობა მიხარია“ - მაკა რაზმაძე გასახდომ პრეპარატზე

1793822559
მაკა რაზმაძე

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.

სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:

„შარშან სწორი კვებით რომ დავიკელი, მეგონა, მთელი ცხოვრება შევინარჩუნებდი და მერე გავხდი ხუთი იმდენი. 

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სწორად იკვებება, მე არ შემიძლია მთელი დღე ვიცხოვრო ჭამით. სიახლეების მიმართ ზოგადად ადამიანები, კაცობრიობა ცუდადაა განწყობილი, ჯორდანო დაწვეს. 

მესმის, რომ ინექციებზეც ასეა, კოვიდი გვაქვს თან გავლილი და მაშინაც ერთი ამბები იყო, მაგრამ უმთავრესია, სანამ პირველი ინექცია „დავირტყი“ ჩავიტარე ძალიან ბევრი ანალიზი, კვლევა, ამას ექიმთან ერთად ვაკეთებ. 

ლამაზი მსუქანი ნამდვილად არ ვიყავი, არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჩემთვის სიმსუქნე არის დაავადება.

გამოჩნდა ეს საშუალება, დავიწყე და მომცა ძალიან კარგი შედეგი, შეიცვალა ჩემი ცხოვრება, გათენება და ადამიანებთან ურთიერთობა მიხარია“, - ამბობს მაკა რაზმაძე.  

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავის ტკივილის უმსუბუქეს წამალსაც აქვს გვერდითი მოვლენა, არ მინდა ჩემს თავზე დავტესტო“ - ნანუკა გულუა გასახდომ პრეპარატებზე

🎥 „როდესაც მომხმარებელი ხარ, კუნთოვანი მასის დაკარგვა ხდება...“ - ფიტნესინსტრუქტორი გასახდომ ინექციებზე

🎥 „შვილიშვილი ცუდად რომ მყავდა, დავიფიცე, აღარასდროს მოვწევ -მეთქი... 3 თვეში არცერთ ტანსაცმელში აღარ ვეტეოდი“ - რას ამბობს ნინო ნადირაძე

✕