Digest Logo

🎥 „ძალიან უხერხულია როცა „დოის“ ლანძღვით ხართ დაკავებულები, ის ერთ-ერთი იყო ვინც შენს გათავისუფლებას ხელი მოაწერა“ – ნანკა კალატოზიშვილი შალვა რამიშვილს მიმართავს

1703407719
ნანკა კალატოზიშვილი შალვა რამიშვილს

„რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება დავით დოიაშვილისთვის“ – ამ თემაზე შალვა რამიშვილმა საკუთარ გადაცემაში ისაუბრა. კერძოდ ის გამოეხმაურა დოიაშვილის ერთ-ერთ განცხადებას, რომელშიც  ამბობს, რომ „აღარ არის სივრცე, სადაც თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი.“

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში და სტატუსს აქვეყნებს.

„შალვა რამიშვილი – ძალიან უხერხულია როცა შენს ტელევიზიაში დოის (დავით დოიაშვილის) ლანძღვით ხართ დაკავებულები.

ერთ-ერთი იყო, იმ მცირე რაოდენობის ადამიანებიდან, ვინც ხელი მოაწერა შენს განთავისუფლებაზე,ზუსტად იმ „ნაცების“ დროს,ზემოდან მტკიცებულებით, კადრებს რომ აჩვენებდნენ და მაინც არ თქვა უარი საკუთარ ხელმოწერაზე.

მაშინ მართალი იყო?“ - წერს ნანკა კალატოზიშვილი.

 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 ივანიშვილები სოციალურ ქსელში დაბრუნდნენ და პატარა დადუს სახეც გამოაჩინეს - კადრები რიო-დე-ჟანეიროდან

🔵🎥 „ჩემი უსაყვარლესი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბექაური?

🔵 🎥 „მე ჩემი ცხოვრება მაქვს“ - რას ამბობს დავით გიორგობიანი ნენე ქურდაძის შესახებ