მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე, ხათუნა ჟორდანიაზე ისაუბრა:
„ღმერთმა ხათუნა გადაარჩინა და ამ საჩუქრისთვის, რაც გამიკეთა, ძალიან ვცდილობ, ჩემი ეკლესიური ცხოვრებით მადლობა გადავუხადო.
მამა რომ გარდაიცვალა ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა, გაციებას ვერ დავაბრალებდი, ხველა დაეწყო პანაშვიდებზე და ყველანაირი ტიპის წამალი დავალევინე იმ 5 დღეში, ოდნავ შვებაც არ მისცა.
დასაფლავებიდან 3 დღეში, მოტყუებით წავიყვანე, მამას ფილტვის დაავადება ჰქონდა, გენეტიკურია და მე უნდა გადავიღო -მეთქი. რომ მივედით, ზუსტად იცოდა უკვე, როცა რენტგენი გადაუღეს, მაგრამ ექიმმა არ დამთრგუნა და მითხრა, აუცილებლად მიმართეთ რადიოლოგს.
ხათუნა იქამდე ალბათ სულ 2-ჯერ იყო ნამყოფი. მეორე დილას მარტო წავიდა, დამირეკა, მითხრა ბიოფსია უნდა გავიგეთოო, როცა ეს სიტყვა გავიგე, გავუთიშე და ვუთხარი, მანდ იჯექი, გამოვდივარ -მეთქი. მზია პატარკაციშვილს დავურეკე, გავფრინდით 1 კვირაში. იქაც გვქონდა მოლოდინი, რომ გადავრჩებოდით, მაგრამ მოგვიწია ამ გზის გავლა“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამაზე
⭕„ურთიერთობაში მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი“ - 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი