Digest Logo

ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება

1752405301
ლაშა ტალახაძე

თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბეკეთის გუნდები მონაწილეობენ.

შეჯიბრებას ესწრებიან ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტი მოჰამედ ჯალუდი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) პრეზიდენტი ასტრიდ ჰასანი და ძალოსნობის სხვა მაღალჩინოსნები.

დღესვე შეჯიბრების პარალელურად საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა ასტრიტ ჰასანიმ ბათუმში 2026 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში მოაწერს.