
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მაპატიე პაკი, რომ შენზე არასწორი წარმოდგენა მქონდა“ - გურამ შეროზია პაკისტანში მოგზაურობს