ბლოგერი გურამ შეროზია პაკისტანში მოგზაურობს და სოციალურ ქსელში მოგზაურობიდან რამდენიმე ფოტოებს ავრცელებს.
იგი ასევე წერს, რომ პაკისტანზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდა, რეალურად კი ადგილზე მოსიყვარულე და სილამაზით გამორჩეული ქვეყანა დახვდა.
„ძალიან გაბრაზებული ვარ და უნდა ვთქვა! ძალით და არაფრის გამო „გაშავებაზეა” საუბარი. შარშან დუბაიში ტაქსის მძღოლი შემხვდა, პაკისტანიდან ვარო.
- მეთქი ვაიმე, როგორი დაძაბულობაა თქვენთან და როგორი საშიში.
- რას ამბობ, ამერიკა გვიბაზრებს მაგას, თორემ ჩამოდი და ნახავო.
მას შემდეგ უამრავი აქაური გავიცანი, ბევრი ინფოც მოვიძიე და როცა დავრწმუნდი, რომ ნაბო**რი მედიას ცრუ განგაშია (როგორც ჩვენზე წერდნენ აქციების დროს - საშიშია, ფეხი არ ჩაადგათ ჯორჯიაშიო) - წამოვედი.
ულამაზესი ქვეყანაა, უსაყვარლესი ხალხით, თან გადაგყვებიან. ინდოელებს ჰგვანან, მაგრამ უფრო დახვეწილები, ღიები და ევროპულები. აი რა ვთქვა აღარ ვიცი.
იგივე შეგრძნება მქონდა ირანში, ევროპაზე ბევრად უსაფრთხო და სტუმართმოყვარე იყო და მწყინდა, რომ არასწორი წარმოდგენა შემიქმნეს.
მოკლედ, თუ ამერიკას არ ევასები - ვერაა მედიის კუთხით კარგად შენი საქმე ))) ფაქტია, უსაფრთხოების პიკია და თან ძალიან ლამაზი!
მაპატიე პაკი, რომ შენზე არასწორი წარმოდგენა მქონდა“, - წერს გურამ შეროზია.
ბლოგერის პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია:
1. „მამრობით სქესის ტურისტს არ ერჩიან პაკისტანში. აბა სხვა ქვეყნის ან ჩვენი ქვეყნის გოგოები/ქალები წავიდნენ მარტო მანდ სამოგზაუროდ, ნახავდით BBC და CNN-ში მათ გვამებს გამოჭენებულს. პაკისტანელი ქალი/გოგო, რომელიც ან ბავშვობაში ჩამოიყვანეს ან მერე ამერიკაში, საერთოდ არ აქვთ სურვილი საკუთარ ქვეყანას წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრონ ისეთი განუკითხაობაა თურმე, პირადად ჩემთვის აქვთ მათ ნათქვამი. ასე რომ მხოლოდ თქვენი (მამრობითი სქესის) გადმოსახედიდან ნუ გააღმერთებთ მაგ ქვეყანას და სხვებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში“,
2. „რომელ უსაფრთხოებაზე საუბრობ გონზე ხარ საერთოდ? ირანში და პაკისტანში უსაფრთხოების პიკია კი. შენ თუ იცოდე უსაფრთხოების მნიშვნელობა. თავშლის გამო ირანში ქალებს ხოცავენ, პაკისტანში საერთოდ მდედრობითი სქესი რა არის არ იციან. ცხოველებივით იქცევიან შენისთანა ბეყეს სცეს პატივი ვის რა ფეხებზე ჰკიდიხარ, მაგრამ რახან შენ არავინ შეგეხო გამოხვიდე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო არ ხდება მასე. კარგი ბიჭი ხარ ჰომოსექსუალის ლუქი დაირტყი და გაიარე გინდ პაკისტანში და გინდ ირანში უსაფრთხოების პიკს გაგთხრიან ტრ**ში“,
3. „ნუ ზოგადად ამერიკა ყველა მუსულმანურ სამყაროს და ზოგადად მუსულმანებს ასე უხატავს საშიშები და ტერორისტები! მოკლავს ამერიკას მუსულმანების ჯინი, ტ*აკს რომ არ ულოკავენ მაგიტომ, თუმცა ამერიკამ ვის უნდა დაუძახოს ტერორისტი?! თუნდაც ინდიელების მაგალითი ავიღოთ. ან რასაც პალესტინაში უწყობს ხელს ახლა! რაც სიმართლეა სიმართლეა“, - წერენ პოსტის კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ: