ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.
ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
დაზიანებულია სოფელ ჩხორიის კულტურის სახლის სახურავი. სტიქიამ ზარალი მიაყენა ეთნოსოფელ „სისა ტურას“.
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში ხეები მოგლიჯა. გზის სავალი ნაწილების გაწმენდა ღამითვე მოხდა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები ოჯახები დაიტბორა.
რუხის სკოლას ქარმა სახურავი გადახადა - სასწავლო პროცესი შეწყდა.
ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ღამით მოხდა ზვავის შედეგად ჩარჩენილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.
პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები.
რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ლაღი ვარ“ - აჩიკო სოლოღაშვილის ემოციური მიმართვა დედას