„მიყვარს ყველანაირი ფარდა: მსუბუქი და მძიმე, ჰაეროვანი და უხეში... მიყვარს თეატრალური კოსტიუმები, ნიღბები, გრიმი, ცხვირები, წვერები. მიყვარს განათება იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემი თავისა და სხვების მოტყუებაში მეხმარება. თეატრი ხომ, ბოლოს და ბოლოს, ლამაზი, ჯადოსნური ტყუილია“, - 6 თებერვალს თეატრალური საზოგადოება რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 103 წლისთავს აღნიშნავს.
მიხეილ თუმანიშვილი 1921 წელს დაიბადა თბილისში. მის ბავშვობაში რუსთაველის თეატრში შილერის „ყაჩაღები“, იგივე „ინ ტირანოს“, გადიოდა. 13 წლის იყო, ეს დადგმა რომ ნახა და გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება სამუდამოდ თეატრისთვის დაეკავშირებინა.
მოგვიანებით თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან მიდის“ და წერს:
„რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ. თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო – თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის“, - წერდა თუმანიშვილი საკუთარ დღიურში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს