გიორგი გველესიანის Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც ქართველი მცველი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, გულშემატკივარს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, საკითხზე, სადაც იგი ქალთა ფეხბურთზე საუბრობდა.
არის თუ არა ფეხბურთი ქალების საქმე და უნდა ითამაშონ თუ არა ფეხბურთი ქალებმა?! - ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც გველესიანს დაუსვეს, რაზედაც ფეხბურთელმა ასე უპასუხა:
„ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს“, - ამბობს იგი.
გიორგი გველესიანის ამ განცხადებას მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ნინო სუთიძე გამოეხმაურნენ, რომლებმაც ფეხბურთელი აღნიშნული განცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკეს.
ამჯერად, კი სპორტული გვერდი Geo Team სოციალურ ქსელში გიორგი გველესიანის მიმართვას აქვეყნებს, რომელიც ბოლო დღეების მოვლენებს უკავშირდება, სადაც ფეხბურთელი კრიტიკოსებს პასუხობს.
ფეხბურთელის ამ განცხადებას კი სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და მას წარმატებას უსურვებს.
„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!
არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ! ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორ აზროვანი!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დაათვალიერეთ გია სურამელაშვილის სამსართულიან კერძო სახლი
⭕27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა
🎥 შორენა ბეგაშვილი თბილისში დაბრუნდა - რა ვიდეოს აქვეყნებს მოდელი?