Digest Logo

„ეჭვებს არ უნდა ამოეფაროთ...“ - 13 სექტემბრის ენერგიები

1789285102
დღის ენერგიები

13 სექტემბერი მეგობრებო, დღე ჯადოსნურია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც მოქმედებს!

დღის ენერგიებია: 4 • 5 • 9. დღეს შესაძლოა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ და სრულიად მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ.

დღის ყველაზე დიდი საფრთხე შიშის გამო უარის თქმაა. შეიძლება საკუთარ თავს უთხრათ: „ჯერ არ არის დრო“, „უფრო ხელსაყრელ მომენტს დაველოდები“, „ჯერ მზად არ ვარ“ სწორედ ასე შეიძლება საკუთარი ხელით დაკარგოთ შესანიშნავი შესაძლებლობა.

დღეს ეჭვებს არ უნდა ამოეფაროთ. თუ შემოთავაზება ნამდვილად შეგეფერებათ, გაბედეთ! 13-ის ოთხიანი იმ ადამიანის ენერგიაა, რომელმაც დაფიქრდა, გააანალიზა და თქვა: „მე გადავწყვიტე — მივდივარ!“

დღე ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. დღეს კვირაა, ამიტომ ენერგია კარგად აამოძრავეთ: 30–40 წუთის განმავლობაში თუ ძალა და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ უფრო დიდხანსაც ივარჯიშოთ.

მოძრაობა დღეს თქვენს ენერგიას პირდაპირ ააქტიურებს. ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, თამამად მოქმედება და უსასრულო ფიქრებიდან თავის დაღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ.

რეალიზაციაში ცხრიანის ენერგია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ. შედეგი კი შესაძლოა იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგმავდით. ზოგჯერ სამყარო მხოლოდ სასურველს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრად მეტსაც.

დღეს შემოქმედებასაც დაუთმეთ დრო. გააფერადეთ, ხატეთ, შექმენით ლამაზი ნივთები და აკეთეთ ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებთ და მოდუნებაში გეხმარებათ.

აუცილებლად შეასრულეთ თვითპროგრამირების პრაქტიკაც. აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ: რა გსურთ, რისი გჯერათ და როგორი შედეგი აირჩიეთ საკუთარი თავისთვის. ახალმთვარეობის შემდეგ ძლიერი პერიოდი გრძელდება — ახლა განზრახვების ჩამოყალიბების საუკეთესო დროა.

დღეს გამბედაობას ვირჩევთ და არა თავის მართლებას! არაფერს გადავდებთ სამომავლოდ, არ დაველოდებით იდეალურ მომენტს და შესაძლებლობებზე მხოლოდ იმიტომ არ ვიტყვით უარს, რომ ცოტათი გვეშინია.იყავით საყვარელი, სიყვარულით განებივრებული, გაბედული და ყველაზე ბედნიერი!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕  ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

წყარო: www.facebook.com