Digest Logo

„ეჭვგარეშე იმსახურებს...“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

1785671220
ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილი გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe „პსჟ-სა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე წერს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი მწერალი გიორგი კეკელიძეც:

„ხვიჩა კვარაცხელია ერთმა გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა „ოქროს ბურთის“ მოგების მნიშვნელოვან პრეტენდენტად დაასახელა, რაც ნიშნავს, რომ მისმა კლუბმა, ჯერაც ფრთხილი, მაგრამ მაინც - აუცილებელი კამპანია დაიწყო.

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელიც იგივე აზრზე დადგეს.

ცუდი არ იქნება, რომ შესაბამისმა ხალხმა იმაზეც ილაპარაკოს, ფეხბურთის გეოგრაფიის გაფართოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, ხვიჩა, ყველაზე მცირე, სამეულში მაინც მოხვდეს. მით უფრო, რომ ამას ეჭვგარეშე იმსახურებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.