Digest Logo

🎥 „ეჭვიანი იყო და ეგონა რომ მშობლები წავართვი... ერთხელ ტვინის შერყევა მიმაღებინა“ - რას ჰყვება ანზორ ოდიშარიას და?

1749566947
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია 15 წლის დასთან ერთად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა.

და-ძმამ გადაცემაში კარიერაზე, ცხოვრებასა და ბავშვობაზე ისაუბრეს:

„საუკეთესო ძამიკოა ანზორი, მაგრამ ვიდეოების გადაღებაში ცოტა იკოჭლებს. ბოლოს მაინც ვითანხმებ ხოლმე. ძალიან ბევრჯერ მიკითხავს რჩევები და ასე მიმოქმედია. ბევრი შემთხვევებია როცა მეგობრებიც მწერდნენ ჩემი ძმისთვის მეკითხა რჩევები. ვერ მიტანდა, ეჭვიანი იყო და ეგონა რომ მშობლები წავართვი. ერთხელ მასწავლიდა სიარულს და ტვინის შერყევა მიმაღებინა“, - ჰყვება ბარბარე ოდიშარია.

დაზე ისაუბრა ანზორ ოდიშარიამაც:

„ჩემსა და ჩემ დას შორის არის 15 წელი სხვაობა. ხშირია ხოლმე ჩვენი დიალოგები „ტიკტოკთან“ დაკავშირებით. სურს რომ ვიდეოები გადავიღოთ ერთად. იცით „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ ჩემი გამოცდილება, რომ მოუქნელი ვარ და შესაბამისად ეს მოუქნელობა გრძელდება. უცნაურ ვიდეოებს აკეთებს და მეკითხება ხოლმე დადოს თუ არა. მეც ვეკითხები ხოლმე რჩევებს. ძირითადად ჩაცმულობასთან და ვიდეოებთან დაკავშირებით. მე მთელ თავისუფლებას ვაძლევ, რადგან მყავს გენიალური მშობლები და მათი შენიშვნები ჰყოფნის.

ბარბარეს აქვს ფანტასტიკური ინტუიცია, შთამბეჭდავი სიზმრები აქვს, რადგან არის ხელოვანი, უყვარს ცეკვა, უყვარს ხატვა და კითხვა.

შეუძლებელია ხელოვან ადამიანს არ ჰქონდეს ეზოტერიკული ნიჭი და შეგრძნებები, მაგრამ ყველას აქვს ის ასაკი, როცა ეს ნიჭები გამოვლინდება. ამიტომ მისი ბავშვობა ტკბება გარემოებებით. უნდოდა ეზოტერიკა, მაგრამ ვურჩიე რომ არ უნდოდა, რადგან არ არის მარტივი. ახლა გადაწყვიტა რომ კარგი იურისტი იყოს“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს...მაპატიე, რომ არასდროს მითქვამს შენთვის როგორ მიყვარხარ“ - ნოე სულაბერიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

🎥 „არავინ დედამიწაზე არ იცოდა ეს ყველაფერი, ჩემი შვილები იყვნენ შოკში“ - მანანა თოდაძის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

⭕„საუკეთესო დღის დასასრული… დანარჩენი და მთავარი რაც დღეს მოხდა, მალე“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია