Digest Logo

„ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1745557178
წვიმა, ქარი და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამინდი მკვეთრად იცვლება.

„25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.