გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს:
„6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩაიძირე ოცნებებსა და შემოქმედებაში“ - 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„ბედნიერი იყავი მთელი ცხოვრება“ - ნინო ჩხეიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს