Digest Logo

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს!

1786795512
წვიმა

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის,  შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕15 აგვისტოს დღის გზავნილი - „გაააქტიურე და დაწერე ვიღებ“

⭕მერკური და იუპიტერი ლომში - რას მოიტანს ეს შეერთება ჩვენს ცხოვრებაში და ვისზე იმოქმედებს ეს ტრანზიტი ყველაზე მეტად?

⭕„შეუძლებელია, არ შეიგრძნო ის წარმოუდგენელი სითბო და კულტურა, რომელიც ბატონი იმედო კახიანის ოჯახში ტრიალებს“ - რა კადრებს გვიზიარებს კოკი ფერაზი-ფანგანი