Digest Logo

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1790855905
წვიმა, ქარი და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თაკო ნაცვლიშვილი მეგობრის იტალიური ქორწილიდან, შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს - „სასწაული სილამაზე“

⭕დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება - ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება 3 და 4 ოქტომბერს

⭕ ქრისტი ყიფშიძე 49 წლის გახდა - კადრები დაბადების დღიდან

✕