Digest Logo

„ემიგრანტი დედა გამწარდა, გლოვობს ბათუმი“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1683830731
შოთო სიხარულიძეშოთო სიხარულიძე

ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ  33 წლის ჯიმკა შაქარიშვილი  გარდაიცვალა.

შოთო სიხარულიძე გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„გლოვობს ბათუმი გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 33 წლის ჯიმკა შაქარიშვილი ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ჯიმკა. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო... ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში...

წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს შენთან ვერ მოფრინავს და ვერ გაგაცილებს უკანასკნელ გზაზე...

რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?

რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.

მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.
როცა ჩამოვლენ ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი. ვილოცებთ შენთვის, რათა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული!

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში დალი კორძაიას ღმერთმა გამძლეობა მოგცეს დალიკო.

სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად.... ჯიმკას დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ... ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს...ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი...შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება... ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. დალის ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი ჯიმკას სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ... კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, " შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები " )

((((((((ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო...ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხონე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარა შეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო"

დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო....“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მივმართავ ყველა შვილმკვდარ მშობელს, ანუგეშეთ ეს ახალგაზრდები, თქვენ იცით ამ სიმწრის ფასი“ - ლევან ჭელიძე მიმართვას ავრცელებს

🔵„სასულიერო პირმა მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ“ - რას წერს ტარიელ სუარი

🔵თიკა ფაცაცია აშშ-ში მოგზაურობს - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი