Digest Logo

🎥 „ემოციების გამოხატვა მინდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შვილს სიცხე ჰქონდა და ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა“ - რას ჰყვება ნაკრების გულშემატკივარი

1711957947
გულშემატკივარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე სოცქსელში უამრავი ვიდეო გავრცელდა, სადაც გადამწყვეტ მომენტში, ხალხის ემოციებია ასახული.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ფეხბურთის გულშემატკივარს ეხება, რომელიც საკუთარ ემოციებს უხმოდ გამოხატავდა, რადგან მის მცირეწლოვან შვილს ეძინა და არ უნდოდა გაღვიძებოდა.

„ემოციების გამოხატვა მინდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შვილს სიცხე ჰქონდა და ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა.

მოსაყოლი ბევრი მექნება, კადრებსაც თავად ნახავს და იქნება აღბეჭდილი, რადგან მისგან გამომდინარე გავხდი პოპულარული, მას ეძინა და რომ არ გამეღვიძებინა აქედან გამომდინარე დაიწყო ამ ემოციის ჩუმად გამოხატვა“, - ამბობს გულშემატკივარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

„აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადეთ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მაკა ჩიჩუა იუბილარია - კადრები საქართველოს ყოფილი პირველი ლედის წვეულებიდან

„აღდგომაც ჩვენს ბიჭს მიალოცინეს და რა მაგარია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე