
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს, 01:00-დან 02:00, საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - მუხათწყარო, თხინვალა, თბილისი, სოფელი თხინვალა და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ; ნაფეტვრებში, მსხალდიდში, მუხათწყაროსა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალს ებარებოდე...“ - გენო პეტრიაშვილი მამას ემოციურად ემშვიდობება
⭕„ის გამოიყენებს ფარული კონტროლის სხვადასხვა ხერხებს...“ - ხათუნა ნოელი 24 ივლისის ახალმთვარეობაზე
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - ნინა წკრიალაშვილის პიკანტურმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო