Digest Logo

ექსკლუზივი! - რა ხილვა ჰქონდა გოგა მანიას ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით?

1744825779
ნანუკა ჟორჟლიანი

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად მან „დაიჯესტს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მიაწოდა, სადაც ახალ ხილვებსა და წინასწარმეტყველებაზე  ისაუბრა:

„ბერის სიკვდილს ვხედავ, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და საკმაოდ ცნობილია. ამასთან, ვხედავ ერთ-ერთი ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის გარდაცვალებას, ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

წყალმოვარდნები, ხანძრები, მიწისძვრები იქნება საქართველოში, თუმცა ნაკლები დანაკარგით, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

თურქეთის ორ ქალაქში განმეორდება დამანგრეველი მიწისძვრა.

ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდს“ ჩაცხრილავენ და მოკლავენ. იქნება, ძალიან ცნობილი ჟურნალისტის სცენაზე გარდაცვალება. 

საქართველოში სტიქიებს ვხედავ, განსაკუთრებით საფრთხეშია კახეთი. ამასთან იქნება მოსავლის გაფუჭება, სტიქიის შედეგად. წყალმოვარდნები, კლდის ჩამოშლა, რიკოთზე ერთ-ერთი გვირაბის დახურვას ვხედავ.

უახლესი ხილვა კი მქონდა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე, მას დააკავებენ!“,- განუცხადა გოგა მანიამ „დაიჯესტს“

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ებრძვიან ღმერთსაც, სამყაროსაც და ერთმანეთსაც...“ - რას წერს გია მურღულია?

🎥 „გაიცნო მამაჩემმაც და ძალიან მალე დაახლოვდნენ...“ - მამისთვის შერჩეული მეუღლე და დედობილი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია

⭕ „წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია“ - შსს პოლიციელზე, რომელმაც 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო