Digest Logo

„ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა“ - 2024 წლის ეროვნული გამოცდები დასრულდა

1721997127
ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.

გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 86%-ზე მეტი. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.

ცენტრის თანამშრომლებს მათ თავი განსხვავებული, თემატური სამოსითაც დაამახსოვრეს - მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს ფეხბურთს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში ჩაცმული აბიტურიენტების გარდა, ისტორიის გამოცდაზე საგამოცდო ცენტრებს ჩოხიანი აპლიკანტები,  ბიოლოგიის გამოცდაზე კი ექიმის თეთრ სამოსში გამოწყობილი გამოსაცდელებიც სტუმრობდნენ.