Digest Logo

„ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი, რომელიც უკვე ათწლეულებია დაკეტილია, მოიკითხეს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კეკელიძე

1679476405
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის შენობა, ათწლეულებია დაკეტილია მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე.

🔵 „აღარც მიკვირს ის ტერაქტი, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს... ამ ბინძურ ომს მოვიგებთ“ - ნიკო კვარაცხელიას დედა გიორგი კეკელიძეს თანადგომას უცხადებს
 

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს.

🔵 „დადგა დრო, ვთქვა მთავარი! ვცდილობ, ღირსეულად გავუძლო ამ გამოწვევას...“ - გიორგი კეკელიძე 

მოიკითხეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia - ის პირველი კორპუსის ბედი.

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე ათწლეულებია დაკეტილია, ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია.

ამგვარ სამუშაოები საკუთარ თანმიმდევრობას გულისხმობს:

პირველი იყო შენობის გამაგრებითი სამუშაოები, რომელმაც, სახელმწიფოს დახმარებით, რამდენიმე წელი მოიცვა, შემდეგ ამას მოსდევს რეაბილიტაციის პროექტის მომზადება - ესეც მზად გვაქვს.

გამაგრების შემდეგ, ამავე სივრცეში, სახელმწიფოს, კერძო ბიზნესების და საელჩოების დახმარებით - სამი უმნიშვნელოვანესი სივრცე მოეწყო და ერთზე მუშაობა დავიწყეთ - წიგნის მუზეუმი, ჰრინევსკის ხელოვნების დარბაზი, ე.წ. იშხნის კომპლექსი - სადაც არაერთი განყოფილება იყრის თავს და ამ წელს გაიხსნება დამწერლობის მუზეუმი.

წლეულს ვიწყებთ პირველი და მეორე კორპუსის ელ-გაყვანილობისა და კლიმატ-კონტროლის მოწყობას, რომელიც უმასშტაბურესი სამუშაოა.

ამის შემდეგ იგეგმება იმ ორი ლეგენდარული დარბაზის გახსნა.

პროცესი რთულია - ერთი მხრივ უნდა შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობა, მეორე მხრივ - სივრცე უნდა იყოს თანამედროვე და თანაც ადაპტირებული.

ამ მიმართულებით უკვე არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს.

ჩვენი ბიუჯეტი დიდი არ არის, რომ სინქრონულად ყველა სამუშაოს ეყოს.

თუ სახელმწიფო გამოყოფს დამატებით სახსრებს ან რომელიმე მსხვილი ბიზნესი შეგვეშველება ამ საუკუნის საქმეში - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- წერს კეკელიძე ფეისბუკში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

🔵 „18 წლის ასაკში მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი! წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი“ - ანანო იაშვილი რამიშვილზე

🔵 „21 მარტი მესაზღვრის დღეა - უთქმელ გმირებზე ხმამაღლა ლაპარაკის თარიღი“ - რა ფოტოს აქვეყნებს თეა პერტაია