Digest Logo

„18 წლის ასაკში მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი! წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი“ - ანანო იაშვილი რამიშვილზე

1679398646
შალვა რამიშვილი

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „პოსტივის“ ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით შოკის მომგვრელი ისტორია გაიხსენა, სადაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

👉„პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

ამ განცხადების შემდეგ, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გვანცა ბუდაღაშვილმა გაბედა და რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროების ფაქტი გაამხილა, გარდა ამისა, მან „პოსტტივის“ დირექტორთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. 

👉„ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა“ - გვანცა ბუდაღაშვილი რამიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

მაკო ჯაბუას პოსტი სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ანანო იაშვილმაც გააზიარა და აღნიშნა, რომ წლებია თავს იკავებს, მაგრამ ახლა ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ აძლევს იმის უფლებას, რომ არ აღიაროს წლების წინ რამიშვილის მიერ მიყენებული სექსუალური შევიწროების ფაქტი.

„აი, ეს კაცი არის ყ...ე ! წლებია თავს ვიკავებ, მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ, ვინც ეს გაიარა და ვაღიარო, რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი!

18 წლის ასაკში, ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში (TV Imedi), წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი ( პერსონაჟია ასეთიო ) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე , თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით ( წინაზე უარის შემდეგ) , და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას , მერე აუქმებს , მერე მიგზავნის , მერე აუქმებს .... მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს ! და თავისუფლად დადის ქუჩებში ... მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად.

P.S. 18 წლის გოგოებო, ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე , იცოდეთ რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდიუსერები, რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას , არ გაჩუმდეთ, აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება ასე მოგექცეთ“, - წერს ანანო იაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თეთრებში გამოწყობილი ანგელოზები“ - სალომე შარვაძე და ნანუკა გულუა ეგვიპტეში ისვენებენ (ფოტო)

🔵ხედავს თუ არა მარკუს მეტრეველი გარდაცვლილთა სულებს და როგორ გათავისუფლდა ის სასიყვარულო ჯადოსგან

🔵„ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა“ - გვანცა ბუდაღაშვილი რამიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს