საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან.
სიონის ტაძარში იმყოფებიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და სხვები.
ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის