Digest Logo

„ერთ-ერთ დაკავებულს მცირეწლოვანი შვილი მონასტრის გარეთ ელოდებოდა“ - ძალადობის ახალი დეტალები

1669459683
ადგილობრივი.

მონაზვნის ცემის შემზარავმა ამბავმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ხაშურის მოსახლეობა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ ორი დაკავებულიდან,  27 და 39 წლის მამაკაცებიდან, ერთ-ერთს მონასტრის გარეთ მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.

„ეს არის ქრისტიანობისთვის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა გამოიყვანო ორივე სახალხოდ, უნდა მოუკიდო ცეცხლი და დაწვა“, - ამბობს ადგილობრივი.

70 წლის მონაზონს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მონაზონს ფიზიკურად უცხო პირი გუშინ საღამოს გაუსწორდა.

მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 გაიგე, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული 2023 წელი

🔵„მონაზონი კი არ გააუპატიურეს, ღრმად მორწმუნეები იყვნენ და ეგ უბრალოდ ღმერთთან სწრაფი და ხარისხიანი კავშირისთვის გამოიყენეს…“ - მაია დარსმელიძე

🔵„მონასტერში იყო, ისე ეცვა, როგორც მონაზვნებს აცვიათ, ღამის კლუბში არ ყოფილა“ - ნათია ორველაშვილი ძალადობის მსხვერპლ დედაოზე

წყარო: tvpirveli.ge