
გადაცემა „სხვა რაკურსის“ გადამღები ჯგუფი სტუმრად მზია ჩიხლაძის ოჯახში, იმყოფებოდა, რომელიც განთქმულია სტუმრიანობითა და სალონური შეკრებებით. მზია ჩიხლაძესთან ერთად ისაუბრეს სხვა ცნობილმა ადამიანებმა და გაიხსენეს ერთად გატარებული დრო:
დავით ლიკლიკაძე: საერთოდ ქუთაისში ბევრი ოჯახია, სადაც ადამიანები იკრიბებიან და სალონური საღამოები ოდითგანვე იყო აქ. ჩვენ აქ გვაქვს ჩვენი სალონი, ჩვენს მზიკოსთან. როცა ვსაუბრობთ, რომ ქუთაისი არის თავმომწონე, ლაღად დგას ხელგაშლილი, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია მზია. ამ ოჯახში აუშლელი სუფრაა. აქ მოდიან ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, დალი ჩიტალაძე, ია ფარულავა, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ლიზა ბაგრატიონი, შვიდკაცა. თუ ვინმე არტისტი და მსახიობი გაგიგონიათ, ყველა დადის.
მზია ჩიხლაძე: ჩემ ოჯახში ასეთი ტრადიცია იყო სულ ჩემი სიძე მუშაობდა თენგიზ ჩანტლაძესთან. 50 წლის უკან სულ გვსტუმრობდა მთელი დასი. იმდენად ვართ მიჩვეული ბავშვობიდან, რომ ამის გარეშე არც წარმომიდგენია. 15 წლის ვიყავი მაშინ და ახლა 65-ის ვარ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა - გაიცანით წყვილი ქუთაისიდან
⭕HBO ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს - მსახიობთა პირველი შემადგენლობა უკვე ცნობილია