Digest Logo

🎥 „ერთ-ერთმა დაქალმაც მითხრა, არა მგონია თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდესო“ - არუნ ხათრის სიყვარულის ისტორია

1733077412
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ კონტენტისგან განსხვავებულ ვიდეოს აქვეყნებს და ცოლთან ერთად თავიანთ სიყვარულის ისტორიაზე საუბრობენ.

„ყველას ეგონა, რომ ჩვენი ოჯახი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ერთ-ერთმა დაქალმაც მითხრა, არა მგონია თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდესო. 

როგორ გავიცანით ერთმანეთი? სკაიპში ჩავწერე სახელი და ერთი ასო შემეშალა, დავუკავშირდი არუნს. 

ბედი იყო, დავიწყეთ საუბარი და გაგრძელდა 5-6 თვე“, - ამბობს არუნის ცოლი თამთა. 

როგორ მიიღეს მშობლებმა ჩვენი ურთიერთობა?

არ ეგონათ, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ვერ შემეწინააღმდეგნენ, ფიქრობდნენ არ მოეწონება და გაუშვებს უკანო. თუმცა მათაც მოეწონათ და დასთანხმდნენ. 

ინდოეთი ცოტა ისეთი ქვეყანა, დიდი სანათესავო უნდა შეთანხმდეს და ერთი ამბები. ჩვენ ასე სსწრაფად გავაკეთეთ ყველაფერი, იანვარში ჩამოვედი, მაისში ინდოეთში დავპატიჟეთ მშობლები“, - ამბობს არუნ ხათრი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეკლესიაში ვგალობდი, პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის... და შენ, ჩემო პატარა...“ - მარი ნაკანი გენო პეტრიაშვილს მიმართავს

„მამაჩემის ძმაკაცისგან შვილს ველოდები... ცოლ-შვილი კი ჰყავს, მაგრამ არ ვნანობ...“ - 23 წლის გოგოს უცნობი ამბავი

როგორი ყვავილები არ უნდა აჩუქოთ რჩეულს