
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა. იგი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ზოგადად, მედალი მოიპოვა.
ტრიუმფის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარი გადაცემაში „შუადღე“ გააკეთა და ისტორიულ გამარჯვებაში მეუღლის როლზე ისაუბრა:
„ამ საკითხზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ის ძალიან მიდგას გვერდში. ჩვენ ვცდილობთ ერთად ვივარჯიშოთ, დილას ერთად გავდივართ და საღამოსაც ერთად ვვარჯიშობთ. მარტო ვცხოვრობთ და ერთად ვამზადებთ საჭმელს, ვშლით სუფრას, ვალაგებთ და ასე.
საერთოდ არ ფიქრობს, რომ ბიჭია და მარტო მე უნდა გავაკეთო საქმეები, ყველანაირად გვერდში მიდგას, რომ საქმეები გავინაწილოთ, მარტო მე არ მომიწიოს სახლის საქმის გაკეთება.
ახლა სპარინგ პარტნიორად მყავდა, მავარჯიშებდა და ჩემთვის დიდი მოტივაციაა“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი კვლავ ტოსკანაშია - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„კეთდება ჩემი ოცნების სტუდია, აქ შევქმნით საოცრებებს...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
⭕როგორ მოქმედებს მშობლის ქცევა ბავშვის ჯანმრთელობაზე?– რჩევები რეზო კორინთელისგან