Digest Logo

როგორ მოქმედებს მშობლის ქცევა ბავშვის ჯანმრთელობაზე?– რჩევები რეზო კორინთელისგან

1750144560
რეზო კორინთელი

ბავშვის ზრდა-განვითარების ყოველ პერიოდში, ყოველ ფაზაში საჭიროა ამ ფაზისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფა, რათა უკეთ განვითარდეს, დაიხვეწოს ესა თუ ის უნარი.

ბავშვს შესაძლებლობების რეალიზებაში ხელი რომ შევუწყოთ, უნდა ვიცნობდეთ მისი განვითარების საფეხურებს და ვიცოდეთ, რომელ საფეხურზე რომელი შინაგანი ძალებია მობილიზებული, უკვე განვითარებული ან მომზადებული, რადგან თითქმის არ ხდება ისე, რომ ყველა ფსიქიკური ფუნქცია ერთდროულად, ერთნაირი ინტენსივობით ვითარდებოდეს.

ბავშვის აღზრდის შესახებ და ჯანმრთელი პიროვნების ჩამოყალიბების შესახებ „აზროვნების აკადემია“ და მათი სტუმრები მუდმივად ცდილობენ საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებას. ამჯერად მათი მიწვეული სტუმარი საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის  წევრი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების  წევრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, პროფესორი რევაზ კორინთელი გახლდათ, რომელმაც ისაუბრა, თუ რა გავლენას ახდენს მშობლისა და გარშემომყოფების ქცევა ბავშვის ემოციურ განვითარებაზე? როგორ დავეხმაროთ შვილებს ჯანსაღი ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაში და შევქმნათ ჯანსაღი ურთიერთობა მათთან:

„თუ წინათ ეგონათ, რომ ჯანსაღი ბავშვის დაბადებისთვის საჭიროა გარკვეული ფიზიკური პირობები (კარგი კვება, დასვენება, ძილი, ჯანსაღი ცხოვრების წესი), ურთიერთობებს ბავშვსა და დედას შორის არ ექცეოდა კარგი ყურადღება, იქამდეც კი მიდიოდა, რომ ბავშვი გადაჰყავდათ, დედას წყვეტდნენ და ცალკე ჰიგიენურად დაცულ ოთახში მიჰყავდათ. 

მერე ნახეს, რომ ბავშვის დაავადებების უკან დგას გარკვეული ურთიერთობები დედასთან. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვილი ბავშვის დაავადებები დამოკიდებულია დედისა და ბავშვის ურთიერთობებზე, რაც მოქმედებს ტოქსინივით. 

რენე შპიცმა გამოყო ორი ურთიერთობა: როდესაც დედა მტრულადაა ბავშვის მიმართ განწყობილი და როდესაც განრიდებულია. ორივე შემთხვევაში ურთიერთობა არ არის ჯანსაღი. იწვევს სასუნთქი გზების პრობლემას, კოლიკებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას და ა.შ.

რა აყალიბებს ამ ურთიერთობას? რა თმა უნდა სურვილი! გასათხოვარ ქალს უჩნდება ბავშვის ყოლის სურვილი საყვარელი ადამიანისგან! მაშინ მისი სხეულის ბიოქიმია სულ სხვაა, უფრო ჯანსაღია, ამიტომ ვის და რისთვის აჩენს მნიშვნელოვანია. 

თუ ბავშვი სასურველი არ არის, იყავი შეყვარებული და იმედი გაგიცრუვდა - აჩენ ისეთ ბავშვს, რომელზედაც შენი დამოკიდებულება მეუღლისადმი, ნაწილობრივ აისახება. რა თქმა უნდა დედა ამას სიტყვიერად არ გამოხატავს, არც ცნობიერებაში უშვებს, თუმცა ქცევაში კი. შეუგნებლად ამბობს, ნერვებს მიშლის, ჰყავს ჩემს ქმარს. 

ბუნებით ჩადებული არ არის, რომ შვილის ყოლაზე მეტი სიამოვნება შეიძლება სამსახურიდან, ჩემპიონობიდან, მანქანის ტარებით მიიღო“, - ამბობს რეზო კორინთელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ოჯახური დასვენება რაჭაში - ნატალია ქუთათელაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი სულის ნაწილი!!“ - თათია შარანგია დას დაბადების დღეს ულოცავს

🎥 „მსოფლიო მოსახლეობის 70%-ს ამ საკვების დეფიციტი აქვს...“ - რას ამბობს არუნ ხათრი