მომღერალი ბესო კალანდაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
მან ასევე გაიხსენა ციხეში ყოფნის პერიოდი და ამბავი, რომელიც სკანდალად იქცა.
„10 თვე მოსკოვის ციხეში ვიჯექი. ორი მუხლით ვიყავი გასამართლებული. მაბრალებდნენ, ვითომ ქურდობის გამო ვიჯექი, არადა იმ ორ მუხლს, რომლითაც ვიჯექი, ქურდობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ერთი იყო სხეულის საშუალო ხარისხის დაზიანება და მეორე მოკვლით დამუქრება“, - ამბობს ბესო კალანდაძე.