გიზიარებთ უცნაურ ამბავს, რამაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ქობულეთელებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. სოფლებში, ლეღვასა და ქაქუთში რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ღამღამობით და არა მარტო, ადგილობრივების სახლებსა და ეზოებს უცნობი, დაუდგენელი, ნიღბიანი სტუმრობს.
მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის. საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
„ერთი კვირაა არ გვძინებია, მეშინია. ბავშვს ვეუბნები, ნუ გეშინია -მეთქი, მაგრამ მეც რომ მეშინია რა გავაკეთო?“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც მოსახლეობა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, უცნობი პირი თვეებია საცხოვრებელ სახლებთან მიდის, კარზე აკაკუნებს, ქვებს ისვრის და სხვადასხვა უცნაური ქცევით ადგილობრივებს აშინებს.
„დამწყვდეული იხვები, ხბო გამოუშვა, ხმა მომესმა და გავედი, ბავშვს ვკითხე - შენ იყავი -მეთქი? არაო, ის იყო მოსულიო.
ყველა აქ იყო, მეზობლებიც, ქვა ისროლა და ბავშვი ძლივს გადარჩა“, - ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა კინოლოგების დახმარებას ითხოვს, ეჭვი აქვთ, რომ ამ ამბავში რამდენიმე პირია გაერთიანებული.
„ფსიქოლოგიურ ტერორში ვართ, ბრახუნი კარებზე, უჩინრად. იყო შემთხვევები, კვალზე გავედით, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. პოლიცია მოდის, მაგრამ უშედეგოდ. მთელი სოფელი ქუჩაში ვართ, დროგამოშვებით ფარანს ანათებს, წამში 50 მეტრში კიდევ სხვა ადგილას ანათებს, ამიტომ გვაქვს ვარაუდი, ამას რამდენიმე ადამიანი აკეთებს“, - ამბობს ადგილობრივი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
⭕„ჩემი შვილი დაიბადა, იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანოო... იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა, ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო...“ - ემოციური ამბავი