საამაყო ქართველი სპორტსმენების რიგებში უდავოდ დიდი ადგილი უჭირავს ძალოსან ლაშა ტალახაძეს, რომელმაც საქართველოს სახელით მსოფლიო არაერთხელ გააოცა.
ლაშა ტალახაძე ცოტა ხნის წინ საყვარელ სპორტს ჩამოშორდა, იგი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს და ამასთანავე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
როგორია ლაშა ტალახაძის ოჯახური იდილია და დილა? - აღნიშნულ საკითხზე სპორტსმენმა მეუღლესთან ერთად გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა:
„ჩვენ ოჯახში დილა იწყება ადრე 7 საათიდან, რადგან უფროსი ქალიშვილი, რომელიც სკოლის მოსწავლეა სამზადისს იწყებს. ამას შემდეგი ორი მოჰყვება, ისინი ბაღში დადიან. შესაბამისად ჟრიამული დილიდან იწყება ჩვენთან. ყველაზე მეტად დედას უჭირს გაღვიძება.
ლაშა არ არის რომანტიკოსი, ცოტა შორს არის. კომფორტული მეორე ნახევარია, სიურპრიზების გაკეთება უყვარს, თუმცა რომანტიკოსი არ არის. ერთი შვილი თავის დაბადების დღეზე გავუჩინე, ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა. თვითონ იცის კი საჩუქრებით განებივრება. როგორი სპორტსმენიც იყო, ისეთივე მამაა, ვერანაირ წუნს ვერ დაუდებ მის მამობას“, - ამბობს ანუკი დემურია.
ლაშა ტალახაძემ გაიხსენა დაოჯახების პერიოდი და მეუღლის სიყვარული ისტორია:
„ბავშვების საკითხი რომ მორჩება, მერე ვინ სად გარბის კაცმა არ იცის. 2016 წელი იყო, ბათუმში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები ჩასული, ერთ-ერთი სასტუმროს კაფეში ავდიოდით. იქ შევხვდი პირველად ანუკის. პირველი ნაბიჯი რა თქმა უნდა მე გადავდგი, შემდეგ თავადაც მომწერა, ამის შემდეგ სადღაც ერთ წელში უკვე დავოჯახდით. შევქმენით ბედნიერი და კარგი ოჯახი“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თუ გაქვთ თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი და კუნთების კრუნჩხვები: გააკეთეთ ეს! - არუნ ხათრის რჩევები
⭕ „ტკბილეულები ერთი წლის დაძველებით“ - თეონა ცირამუას ტყუპები იუბილარები არიან