2024 წელი დასასრულს უახლოვდება, მალე ხის მწვანე გველის წელიწადი დადგება, რაც ახალ შესაძლებლობებს, იმედებს და მიზნებს ბადებს.
როგორ ხვდებოდა ახალ წელს ცნობილი ლორთქიფანიძეების ოჯახი და რა განსაკუთრებული ტრადიციები ჰქონდა ქართულ სუფრას - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ მსახიობ და ტელეწამყვანმა ნანა ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
„ყველა დღესასწაული აღსანიშნი იყო ყოველთვის ჩემს ოჯახში, ყველა ასაკში უყვარდათ ჩემს მშობლებს დაბადების დღის გადახდა, შობა, ახალი წელი, აღდგომა.
ეს ახალი წელი მართლა ჯადოსნურია, სხვა დატვირთვა აქვს, ემოციური, ახლის მოლოდინი, მომავლის იმედი, ნაძვის ხე სიმბოლოა ნატვრის ხის.
საახალწლო სამზადისს დედა იწყებდა ნიგვზის ყიდვით. დედა იყო საოცრად ჯიუტი, არ უყვარდა ზედმეტად სხვისი ჩარევა სამზარეულოში. ყველაფერს აკეთებდა დედა, მარტო არასდროს ვიყავით.
ერთმანეთს საჩუქრებს ვუკეთებდით, ერთადერთი მამას არ ეხერხებოდა ასეთი რაღაც და ფულს გვჩუქნიდა. ერთი სული გვქონდა ამ ნაძვის ხესთან დადებულ საჩუქრებს როდის გადავცემდით ერთმანეთს“, - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: