2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ.
2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლეს უმზადებს. თუმცა, რეტროგრადული მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის გავლენით, ზოგიერთი ადამიანისათვის ცხოვრების სრულიად ახალი, განსხვავებული ერა დაიწყება და 2025 წელს გექნებათ შესაძლებლობა, არაერთი ცვლილება დაგეგმოთ.
2025 წლის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ „იუთუბის“ არხზე ისაუბრა.
„31 დეკემბერს გვაქვს ახალმთვარეობა, რაც საკმაოდ ძლიერ პორტალს ხსნის სურვილების ჩასაფიქრებლად. მთავარი კანონი, რაც არ უნდა დავარღვიოთ იმ დროს, როცა გვინდა, რომ სამყარომ ჩვენი სურვილი შეისმინოს, არის ნეგატიური ფორმულირებების გარეშე საუბარი, მაგ: მე არ მინდა ეს მოხდეს. ფოკუსირდით მხოლოდ იმაზე, რაც გინდათ მოიზიდოთ, ასე მუშაობს მანიფესტაცია.
რეალურად გველის წელი დადგება 29 იანვარს. გირჩევთ, ამ დღესაც აღნიშნოთ გველის შემოსვლა. ახალ ეპოქაში შევდივართ, მოსალოდნელია გლობალური ცვლილებები. 9-წლიანი ციკლი სრულდება, კვანძების ტრანზიტიც იცვლება.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
გვექნება კომბინაცია მზე და მთვარე თხის რქაში, ამას სატურნი მართავს, რაც ორგანიზებულობასთან, ამბიციებთან და მიზნებთანაა დაკავშირებული. ჩამოწერეთ თქვენი გრძელვადიანი მიზნები, მნიშვნელოვანია რეალობასთან იყოს ეს მიზნები.
საკმაოდ დამანგრეველი ენერგიები გვაქვს, ამიტომ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მშვიდად მიიღეთ ცვლილებები, არ დაკარგოთ თვით დისციპლინა, აგრესიული ტრანზიტებია“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასტროლოგის თქმით, მომავალი წლის სამი მთავარი ასტროლოგიური მოვლენა გვექნება მარტში, რა დროსაც კატეგორიულად აფრთხილებს იგი საზოგადოებას, რომ აკრძალული იქნება:
ოპერაციები, მსხვილი შესყიდვები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ასევე დაგაინტერესებთ: