Digest Logo

„აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა, გვერდით მიუდგით რაიმე ხის ნაკეთობა და ერთი ჭიქა წყალი“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს

1735034981
მიხეილ ცაგარელი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მოგებიანი იყოს – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ჟურნალ „სარკესთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

„ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა და თითოეულს თითო სურვილი ჩაუთქვით. შემდეგ ეს მონეტები გველის სიმბოლური მონეტის გვერდით დადეთ და დილამდე დატოვეთ. გვერდით მიუდგით რაიმე ხის ნაკეთობა და ერთი ჭიქა წყალი. მეორე დღეს მონეტები მოათავსეთ საფულეში ან ყულაბაში – მათი დახარჯვა უმჯობესია წლის მეორე ნახევარში, ივლისიდან.

ეს რიტუალი შესაძლებელია 29 იანვარსაც გაიმეოროთ. ასევე ბარაქისთვის, ახალი წლის დადგომის შემდეგ, გაჭერით გოგრა, ამოაცალეთ თესლი და მიმოაბნიეთ სამზარეულოში, როგორც სიუხვის სიმბოლო. დატოვეთ დილამდე. გოგრა შეგიძლიათ საკვებად გამოიყენოთ, ხოლო მისი თესლი დილით აკრიფეთ, შეინახეთ 2026 წლამდე და პირველივე ახალმთვარეობაზე ჩაყარეთ ყვავილის ქოთანში, ან რომელიმე მცენარის, ან ხის ძირში“, – განაცხადა ცაგარელმა „სარკესთან“ ინტერვიუში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„როდესაც ოჯახში მიმიწვევენ და ოფიციალურად ვთხოვ მათი ქალიშვილის ხელს“ - რას ამბობს ლუკა კურტანიძე თავის რჩეულზე

„წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში“ - რას ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

„იცით რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს? რადგან ის ბოროტიც უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

წყარო: fortuna.ge