Digest Logo

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება

1778075535
ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათამდე სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო საფასურის (50 ლარი) დაფარვა.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

აღნიშნული საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, კანდიდატები ვერ შეძლებენ რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და გამოცდებში მონაწილეობას.

გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 11 მაისის 18:00 საათამდე გრძელდება. აღნიშნულ ვადამდე აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ დააზუსტონ საკუთარი არჩევანი: აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები, აღნიშნული შესაძლებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ კანდიდატებზე, რომლებიც სარეგისტრაციო საფასურს განსაზღვრულ ვადაში გადაიხდიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, დროულად შეასრულონ რეგისტრაციისთვის აუცილებელი პროცედურები.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა გაითვალისწინოთ გაზაფხულის ბოლო თვეს, რომ პერიოდი უმტკივნეულოდ და წარმატებულად განვლოთ - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი იტყუება? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის!

🎥 საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი 35 წლის გახდა - როგორ აღნიშნა გიორგი გველესიანმა დაბადების დღე და რატომ ატირდა მისი მეუღლე