საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თეირანის „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი გუშინ, 5 მაისს, იუბილარი იყო.
ფეხბურთელი 35 წლის გახდა და დაბადების დღე საქართველოში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
სპორტსმენის ცოლი ლინდა კიკოლაშვილი საიუბილეო წვეულებაზე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გიორგი გველესიანმა სუფრაზე მეუღლის სადღეგრძელო განსაკუთრებულად წარმოთქვა, ემოციურმა სიტყვებმა კი მისი ცოლი აატირა:
„გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის საუკეთესო ადამიანი, რომელმაც შემდეგ უკვე ყველაფერი შემაძლებინა, კარიერაში და ცხოვრების დალაგება უფრო მარტივი გახდა. ურთიერთობები თავისით დალაგდა, რადგან შენ არსებობ და შენ იყავი. მადლობა შენ“, - თქვა ფეხბურთელმა.
ეროვნული ნაკრებისა და თეირანის „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველს ორიგინალური ტორტი ჰქონდა. ცოლმა მას წიგნზე განთავსებული ბურთის ფორმის ტორტი მიართვა და სანთლები ჩააქრობინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ გარბის დრო, უკვე 15 წლის...“ - ნინო ლეჟავა შვილს დაბადების დღეს ულოცავს